საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, წყალტუბოს რებილიტაციის პროექტის საშუალებით რაიონში სიღარიბის დონე შემცირდება და აღნიშნა, რომ ეს მისი ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური გეგმაა.
„ჩვენ ყველანი ერთად ერთობლივი მუშაობით ერთხელ და სამუდამოდ განვდევნით წყალტუბოდან უმუშევრობას, გაჭირვებას, უიმედობას, უპერსპექტივობას და აქაურებს მომავალს დავუბრუნებთ“- განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის ადამიანები, რომელებიც ამბობენ, რომ პრეზიდენტი გაჭირვებაზე მხოლოდ ახლა ალაპარაკდა, ცდებიან და აღნიშნა, რომ ის 8 წლია სიღარიბისა და გაჭირვების პრობლემის აღმოფხვრაზე ფიქრობს.
„ჩემი პრეზიდენტობის დროს 2.5-ჯერ შევამცირეთ სიღარბის ზღვარს ქვემოთ მყოფთა რაოდენობა. ჩვენ რამდენჯერმე გავზარდეთ პენსია და 100 აშშ დოლარამდე მივიყვანთ სწორედ ჩემი პრეზიდენტობის დროს. საქართველოში დაზღვეულთა რაოდენობა ჩვენ გავზარდეთ ზუსტად 100-ჯერ და 150 საავადმყოფო ავაშენეთ. ამიტომ, არც გუშინ დავბადებვულვარ და არც შუშის კასრში მიცხოვრია, მე ძალიან კარგად ვიცი, როგორი გაჭირვებაა“ - განაცხადა სააკაშვილმა.
გარდა ამისა, როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, 2014 წელს მშენებარე დაჩქარებული რკინიგზის საშუალებით მგზავრები თბილისიდან წყალტუბოში საათნახევარში კომფორტულად ჩავლენ.
„არა წელიწადნახევარში და ორ წელიწადში, არამედ წუსტად 10 დღეში ქუთაისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი შეძლებს იმერეთის მოსახლეობას მოემსახუროს“ - განაცხადა სააკშვილმა და აღნიშნა, რომ წყალტუბოში ძალიან ბევრ უკრაინელი ჩავა, რადგან ავიარეისებზე ბილეთები არა 600 აშშ დოლარი, არამედ 22 ევრო ეღირება.
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ასევე, ძალიან ბევრი პოლონელი ჩამოვა, რადგან ქუთაისიდან ვარშავასა და სხვა ქალაქების მიმართულებით ავიარეისები შესრულდება.
მისივე თქმით, გაკეთდა ძალიან ბევრი ტურისტული ადგილი, განახლდა ქუთაისი, სათაფლია, პრომეთეს მღვიმე, ხონში დიდი ტურისტული ინფარსტრუქტურა ეწყობა, ხოლო განახლებულ ბაგრატის ტაძარში მალე წირვა-ლოცვა დაიწყება.