პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე კვირას ბაგრატის ტაძარის კურთხევას დაესწრება.
9 სექტემბერს, საკვირაო ქადაგებისას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა მთავრობა და ოპოზიცია ბაგრატის ტაძრის გახსნაზე მიიწვია. ბაგრატის ტაძარი 16 სექტემბერს გაიხსნება. ამ ღონისძიებას ოპოზიციის თითქმის ყველა წარმომადგენელი დაესწრება.
15 სექტემბერს, პარლამეტის თავმჯდომარე ქუთაისს ესტუმრება და მოსახლეობასთან შეხვედრასაც გამართავს.