ბრიტანული გამოცემის თანახმად, თეთრი სახლიც და ბარაკ ობამაც წინასაწარ საქმის კურსში იყვნენ, რომ ლიბიის საელჩოზე თავდასხმა მზადდებოდა, თუმცა არაფერი იღონეს. The Independent-ის განცხადებით, ამას ბევრი ფაქტი მოწმობს. თავდამსხმელები უზუსტესად, პროფესიონალურ დონეზე მოქმედებდნენ, მათ 15 წუთში მოახერხეს საელჩოს ტერიტორიაზე შეღწევა და საელჩოს დაცვის გაუვნებელყოფა. მათ იცოდნენ დიპკორპუსის სათადარიგო ბინის მისამართიც კი, რომელიც საელჩოს თანამშრომლების ევაკუირების შემდეგ ამ ბინაში, 15 წუთში ჩაცხრილეს.
ბენღაზის პოლიციის უფროსის „ლიბიის ფარის“ ბრიგადის ხელმძღვანელის ვისამ ბუმეიდის განცხადებით, როგორც ჩანს, საელჩოს ადგილობრივი დაცვაც აღშფოთებული დარჩა „ისლამის უცოდველობის“ შინაარსით და ამიტომაც მისცა თავდამსხმელებს შენობაში შეღწევის შესაძლებლობა.
თეთრი სახლი აღშფოთებით გამოეხმაურა ბრიტანული გამოცემის ამ განცხადებას. როგორც გამოცემა Politico-ს ამერიკის სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა შონ ტერნერმა განუცხადა, ობამას ადმინისტრაციას აბსოლუტუტად არანაირი ცნობა არ ჰქონდა იმის შესახებ, რომ ბენღაზში თავდასხმა მზადდებოდა.