რუსეთის დუმამ გენადი გუდკოვს დეპუტატობის მანდატი ჩამოართვა. დეპუტატის საქმიანობის პარალელურად, ბიზნესის წარმოებაში ბრალდებული და ოპოზიციასთან კავშირში ეჭვმიტანილი გენადი გუდკოვისთვის მანდატის ჩამორთმევას მხარი 444 დეპუტატიდან 291-მა დაუჭირა, წინააღმდეგი 150 დეპუტატი წავიდა.
გუდკოვის განცხადებით, ეს კიდევ ერთი ნაბიჯია სამოქალაქო ომისკენ, ის რუსეთში დარჩენას აპირებს და არც გამოძიებას გაურბის.
„რა თქმა უნდა, მე შემიძლია დავრჩე რუსეთის დუმაში, ვთქვათ, რომელიმე დეპუტატის თანაშემწედ, თუმცა მივდივარ, რათა დავბრუნდე და ახალი რუსეთი ავაშენო. აგრეთვე აუცილებლად გავასაჩივრებ ქვედა პალატის გადაწყვეტილებას უმაღლეს სასამართლოში“,-განუცხადა ჟურნალისტებს გუდკოვმა.