„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი გიორგი ახვლედიანი ქუთაისში, გამარჯვების დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა.
გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ქუთაისში დასაქმების კუთხით სერიოზული პრობლემა დგას. მისი თქმით, შრომისუნარიანი მოსახლეობის 70 პროცენტი დაუსაქმებელია.
შეხვედრისას საუბარი პედაგოგების მძიმე სოციალურ მდგომარეობას და ათასობით სტატუსშეჩერებულ სტუდენტსაც შეეხო.
"ქრისტიან–დემოკრატიულ" საქართველოში პედაგოგთა მინიმალური ხელფასი 900 ლარი იქნება, ხოლო, ყველა ის სტუდენტი, ვინც მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს, სახლემწიფოსგან 50 პროცენტიან დაფინანსებას მიიღებს“, - განაცხადა ახვლედიანმა.
მან ყურადღება მაღალ ტარიფებზეც გაამახვილა. მისი თქმით, უსამართლობაა წყლის გადასახადი - 1 კუბურ მეტრზე 50 თეთრი მაშინ, როდესაც საქართველოს სხვა რეგიონებში გადასახადი გაცილებით დაბალია და აღნიშნა, რომ ქუთაისი ხელისუფლების მხრიდან ასეთ უსამართლო დამოკიდებულებას არ იმსახურებს.
"ქრისტიან-დემოკრატიულ" საქართველოში აღარ იარსებებს ასეთი უსამართლო ტარიფები და სახელმწიფოს პირველი საზრუნავი იქნება არა ფასადური პიარ-ტყუილებით ქვეყნის მართვა, არამედ თითოეული ქართული ოჯახის, მათ შორის თითოეული ქუთაისური ოჯახის კეთიდღეობაზე ზრუნვა, რაც ნიშნავს ჩვენი შვილების განათლების ხელმისაწვდომობას, მშობლების დასაქმებითა და სამსახურით უზრუნველყოფას და ჩვენი პენსიონერების, ბებია-ბაბუების დამსახურებისამებრ დაფასებას", - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.