თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში უკვე საპროტესტო პლაკატებს ამზადებს.
როგორც აქციის ერთ ერთი მონაწილე, დიმიტრი ხუსკივაძე აცხადებს, ისინი საპროტესტო გამოსვლებს ორშაბათიდან გააგრძელებენ.
სტუდენტები მოითხოვენ - დაიშალოს რეგენტთა საბჭო, დაბრუნდნენ უნივერსიტეტში სამსახურიდან გათავისუფლებული ლექტორები, სტუდენტებს საგნების არჩევის საშუალება მიეცეთ, გადადგეს თანამდებობიდან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ანდრო ბარნოვი, შემცირდეს სწავლის გადასახადი და თსუ-ს რეალური ავტონომია ჰქონდეს.
ამ მოთხოვნების გამართულ აქციაზე მათ მათ თსუ-ს ადმინისტრაციასთან შეხვედრა გადაწყვიტეს. სტუდენტების უნივერსიტეტის პირველ კორპუსში შესვლას დაცვა ეწინააღმდეგებოდა, თუმცა მათ შენობაში შესვლა შეძლეს.
ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. ამასთან დაკაავშირებით, რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია იმასან დაკავშირებით, რომ სამართალდამცავებმა რამდენიმე მათგანი დააკავა.
აქციის მონაწილე, დიმიტრი ხუსკივაძე ამ ინფორმაციას არ ადასტურებს და აცხადებს, რომ პოლიციასთან არანაირი კონფლიქტური სიტუაცია არ შექმნიათ.
„აქცია ვინც დავგეგმეთ და რამდენიც ვიყავით, ახლაც ისევ იმდენი ვართ. ჩვენგან არავინ დაუკავებიათ და მსგავსი ინფორმაცია არც გამიგია", - განაცხადა ხუსკივაძემ.
რამდენიმე მედიასაშუალების მიერ სტუდენტების დაკავების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
სტუდენტები ერთ-ერთ აუდიტორიაში შეიკრიბნენ, მათი ნაწილი კი თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, დავით ჩომახიძეს შეხვდა, როგორც სტუდენტები აცხადებენ, შეხვედრისას შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.
უნივერსიტეტის ადმინისტრაციაში ამ დრომდე ჟურნალისტებისთვის კომენტარი არ გაკეთებულა.
სტუდენტების აქციას ორგანიზებას სტუდენტური ორგანიზაცია "ლაბორატორია 1918" უწევს.