ბორის ბერეზოვსკიმ, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან გახმაურებული სასამართლო პროცესი შეწყვიტა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ განცხადება ბერეზოვსკის ინტერესების დამცველმა იურიდიულმა კომპანიამ Addleshaw Goddard გაავრცელა.
მათი ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება ბერეზოვსკიმ მას შემდეგ მიიღო, რაც რომან აბრამოვიჩთან სასამართლო პროცესი წაააგო.
კომპანიის ინფორმაციით, ბერეზოვსკიმ თავისი ყოფილი ბიზნეს-პარტნიორის, ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაზავების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი.
შედეგად მხარეებმა გაიწვიეს ყველა სარჩელები, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ ჰქოდათ შეტანილი. გარდა ამისა, ბერეზოვსკი აღარ აცხადებს პრეტენზიას Salford Capital Partners-ის აქტივებზე.