„თავისუფალი საქართველოს“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ნიაზ ბოლქვაძე აჭარის მოსახლეობას ოპოზიციის კანდიდადტების მიმართ მეტიმხარდაჭერისაკენ ოპოზიციურ ძალებს, კი გააქტიურებისა და თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს.
მისი თქმით, საქართველოს მმართველი პარტიის მიმდინარე საარჩევნო კამპანია მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე არის ორიენტირებული მაშინ, როცა ქვეყანა ხელიდან გვეცლება.
„საქართველოს ყოფნა არ ყოფნის ბედი კი საპარლამენტო არჩევნებზეა დამოკიდებული. როგორც ჩანს, საარჩევნო კამპანიის დროს, მთლიანად ამოღებულია სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემები, ისეთი როგორიც არის - თურქეთის ეკონიმიკური და იდეოლოგიური გავლენები აჭარაში, 21 და 26 მაისი, ვერ გაიგონებთ სიტყვა ეროვნულს, ეროვნულ ღირსებას, რაც სოციალურ პრობლემენთან ერთად უპირველესად აწუხებს ჩვენს მოსახლეობას“, - განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, ასეთი მიდგომა არჩევნებისადმი ეროვნული წინააღმდეგობის მუხტსა და ჩვენს მოსახლეობაში გამარჯვების განცდას შეასუსტებს. ეს კი ბოლქვაძის თქმით, აუცილებელია არჩევნებში მოსახლეობის გააქტიურებისა და საბოლოო გამარჯვებისათვის.
ამიტომ ბოლქვაძე ოპოზიციურ ძალებსა და კანდიდატებს გააქტიურებისაკენ და თანამშრომლობისაკენ მოუწოდებს ერთი მთავარი მიზნის მისაღწევად - „სააკაშვილის დიქტატორული რეჟიმის არჩევნებში დასამარცხებლად“.
„ასევე მივმართავ მოსახლეობას, ნუ მიეცემიან შიშს, გამოავლინონ მეტი მხარდაჭერა ოპოზიციის კანდიდადტების მიმართ. მართალია, ჩვენ არათანაბარ პირობებში გვიწევს საარჩევნო კამპანიის წარმოება, მაგრამ ჩვენი დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ, ყველანი მზად უნდა ვიყოთ, გამოვიდეთ ქუჩაში, რათა ერთად დავიცვათ ჩვენი უფლებები, თუ ღირსეული ადამიანობა და ნამდვილი ქართველობა გვსურს“, - დასძნა მან.