პაკისტანის ქალაქ ყარაჩიში სამკერვალო ფაბრიკაში მომხდარი ხანძრის შედეგად, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ საწარმო ხანძრად შეფასდა, 264 ადამიანი გარდაიცვალა, ასეულობით ადამიანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო, 100 ადამიანის იდენტიფიცირება კი დღემდე ვერ შეძლეს.
დღეს ყარაჩიში დაღუპლებს ასაფლავებენ. ქალაქის საავადამყოფოებთან კი ადამიანების რიგები დგას, რომლებსაც დნმ-ის ანალიზის ჩაბარება სურთ, რათა ახლობლების ამოცნობა შეძლონ. დაღუპულთა და დაშავებულთა უმრავლესობა ძირითადად, სინდხის და პენჯაბის პროვინციებიდან იყვნენ.