ვილნიუსის მერიის თანაშრომლები, როგორც ჩანს იმდენად გადაიღალნენ სამუშაო სტრესიგან, რომ ხელმძღვანელობას სარდაფში „მრისხანების ოთახის“ გაკეთება მოსთხოვეს, სადაც ისინი სტრესისა და რისხვისგან დაცლას შეძლებენ. ამის შესახებ სააგენტო Delfi წერს.
„მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ბევრ ქვეყანაში, მოსამსახურეები, რომლებიც სამუშაო სტრსს განიცდიან, ამ ოთახის საშუალებით იცლებიან. ეს პრაქტიკა მიღებულია იაპონიაში. ვილნიუსის მერიის თანამშრომლები ხშირად ვართ სტრესის ქვეშ, ამიტომაც გთავაზობთ სარდაფში „მრისხანების ოთახის“ მოწყობას“,-ხელმძღვანელებისადმი ეს მიმართვა მერიის თანამშრომლებმა სოციალურ ქსელებშიც გაავრცელეს.