1994 წელს, ანტიკური ნივთების დილერმა სკოტ უილსონმა თავის მეგობარს რაოდენიმე „ხარახურა“ ნახატი აჩვენა. სწორედ ეს „ხარახურები“ გახდა უჩვეულო მუზეუმის გახსნის საფუძველი. დაიბადა იდეა, შექმნილიყო ცუდი ხელოვნების მუზეუმი MUSEUM OF BAD ART (MOBA).
პირველი გამოფენები უილსონის მეგობრის სახლში კეთდებოდა. მან თავიდანვე დიდი გამოხმაურება ჰპოვა, ერთი წლის განმავლობაში უამრავი დამთვალიერებელი მოდიოდა. საჭირო გახდა ახალი სივრცის შეძენა, შემდეგ კოლექცია და ამბიციები გაიზარდა.
MOBA იყო და არის საზოგადოებრივი კერძო დაწესებულება, რომლის საგამოფენო სივრცე ცუდ ხელოვნებას ეძღვნება, ყოველგვარი გამოვლინებებითა და მთელი მათი ბრწყინვალებით.
როგორც მისი შემქმნელები თვლიან, მათ სივრცეში გამოფენილი ნამუშევრები ზედმეტად ცუდია იმისთვის, რომ დაიგნორდეს. „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ბევრი ქალაქის მინიმუმ ერთი მუზეუმი მიძღვნილია საუკეთესო ხელოვნებას, MOBA ერთადერთი მუზეუმია, რომელიც მიმართულია იმისკენ, რომ შეაგროვეს და გამოფინოს ყველაზე ცუდი ნამუშევრები. ვფიქრობ ამაში არის რაღაც ისეთი, რაზეც ჩვენი დამთვალიერებლის რაოდენობაც მეტყველებს”-ამბობს ერთ-ერთი დამფუძნებელი ჯერი რეილი.