წლის მთავარი მუსიკალური სენსაცია, 26 წლის მომღერალი ლანა დელ რეი, მამაკაცების ჟურნალმა GQ „წლის ქალბატონად“ აღიარა. გამოცემამ 15 წლის იუბილე აღნიშნა და მთავარ ნომინაციაში გამარჯვებულს ტრადიციულად ჟურნალის გარეკანისთვის განკუთვნილი ფოტოსესია შესთავაზა.
ბრიტანული GQ-ს ამ ნომერს დელ რეის ფოტოსესიით საზოგადოება ოქტომბრის თვეში იხილავს.
გოგონამ ამ მასშტბის „თამამ“ ფოტოსესიაში მონაწილეობა პირველად მიიღო. ჟურნალის გარეკანზე ლანა აბსოლუტურად შიშველია, მას მხოლოდ მასიური ბრილიანტის სამკაულები და წითელი პომადა ამშვენებს.
გოგონა სიამოვნებით იხსენებს გადაღების პროცესს და ხუმრობს „პოლს, ჟურნალის კრეატიულ დირექტორს, დიდი როლი მიუძღვის ამ ფოტოსესიაში, მისი ხელი ყველაფერში ურევია, თუ დაათვალიერებთ ჟურნალს ნახავთ ერთ ფოტოს, სადაც ვიღაცას ჩემს მკერდზე უდევს ხელი, დიახ ეს პოლია, მისი ხელის გარეშე ვერაფერს შევძლებდით.“