„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმში დაგეგმილ ყრილობაზე დასასწრებად აჭარის რეგიონის სკოლებში მოსწავლეებისა და პედაგოგების მობილიზაცია დილიან დაიწყო. მოსახლეობა ხულოდან, ქედიდან და შუახევიდან ჩაჰყავთ. მაღალმთიანი აჭარიდან ჩასული სამარშრუტო ტაქსების დისლოკაციის ადგილი ბათუმის „დელფინარიუმის“ ეზოშია.
დილის 9 საათიდან სამაშრუტო ტაქსებიც იყო მობილიზებული გონიოს დასახლებაში.
დღეს ბათუმში „ბათუმობის“ დღესასწაულსაც აღნიშნავენ. ქალაქში მოძრაობა შეზღუდულია.