"ერთ-ერთი რეგიონი, სადაც ვერანაირმა უწმინდურმა ძალამ თავისი დინგი ვერ შემოყო და ვერ აფათურა ბინძური ხელი, ხალხი ვერ დააშინა და ვერავის მოსყიდვა და მოტყუება ვერ შეძლო, ისტრიულად იყო და არის სამეგრელო“, - ამის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, 1 ოქტომბერი მტრის ბოლო გაფართხალება, ბოლო გაბრძოლება, ბოლო იმედი, ბოლო რუბიკონია, რომელსაც საქართველო სამეგრელოსთან ერთად წარმატებით გადალახავს.
„ჩვენ არა მხოლოდ ერთიანები, არამედ ოპტიმისტები ვართ. ყველაზე ოპტიმისტი ხალხი ვცხოვრობთ აქ. რამ არ გადაიარა ჩვენს თავზე. ყველა სხვა კუთხეს, სხვადასხვა ქვეყნებში, შეიძლება გული აეცრუებინა, მაგრამ თქვენ ერთხელ არ გაბრაზებულხართ თქვენს ქვეყანაზე, ერთხელ არ ჩაგიქნევიათ ხელი თქვენი შვილების მომავალზე. პირიქით, ყველა გაჭირვება მეტი ძალით გვავსებდა, ყველა უბედურება კი, წინააღმდეგობის მეტი სურვილით“,- განაცხადა სააკაშვილმა.