სანდრა რულოვსი: მიშას გუნდში მონდომებული ხალხია და სულითა და გულით დღე და ღამე მუშაობენ

სანდრა რულოვსი: მიშას გუნდში მონდომებული ხალხია და სულითა და გულით დღე და ღამე მუშაობენ

 

„ნაციონალური მოძრაობის“  ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას,  საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ მიშას გუნდმა არც დღე იცის და არც ღამე, სულითა და გულით მუშაობს.

მისი თქმით, მას და მის ოჯახს სამეგრელო და მეგრელები განსაკუთრებულად უყვარს. ყრილობის მონაწილეებს ეს პირველმა ლედიმ მეგრულად უთხრა.

„თქვენი გაჭირვება ძალიან ახლოს მიმაქვს გულთან. ჩვენ არც ღამე არ ვიცით და არც დღე ჩვენს გუნდთან, მიშას გუნდთან ერთად ვმუშაობთ. ჯერ სისტემა არ არის იდეალური, მაგრამ ნაბიჯები გადადგმულია. ამ გუნდში მონდომებული ხალხია და სულითა და გულით მუშაობს დღე და ღამე. იმიტომ, რომ თქვენ არ იმსახურებთ ამ პრობლემებს. ეს გუნდი მუშაობს მომავლისთვის და არა წარსულისთვის. წარსული ვიცით,  რაც იყო. ჩემი მშობლები 15 წლის წინ შეშინებულები მიშვებდნენ აქეთ, ჩაბნელებულ ქვეყანაში, სადაც იყო კრიმინალ, კორუფცია და არეულობა. ახლა ბედნიერები არიან. ერთი ძმა მყავს და სხვა ქვეყანა არც უნახავს, სულ საქართველოში ჩამოდის. მანგარო მიორს სამარგალო, ჩქიმ ქომონჯის უერს სამარგალო, ჩქიმი ქომონჯი საქართველოს პრეზიდენტი“,  - აღნიშნა სანდრა რულოვსმა.