„ნამოძრაობის

„ნამოძრაობის" კანდიდატს 27%, „ქართული ოცნების“ კანდიდატს კი 12% დაუჭერდა მხარს

ხვალ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყოს, "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს რესპონდენტთა 27%, ბიძინა ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს კი გამოკითხულთა 12% მისცემდა ხმას.  ასეთი შედეგი დააფიქსირა NDI-ის კვლევამ, რომელიც საქართველოს მასშტაბით 31 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდა და პირდაპირი ინტერვიუს სახით 2038 რესპონდენტი გამოიკითხა. 

კითხვაზე, "ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად", მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილობას მიიღებს, პასუხები ასე გადანაწილდა: რესპონდენტთა 28%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს - 27% მისცემს ხმას, გამოკითხულთა 21%-მა პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა, ივანიშვილის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს გამოკითხულთა 12% დაუჭერს მხარს.

NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელის ლუის ნავაროს განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ისინი გამოკითხულებს უხნიდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილობას ვერ მიიღებდა და სხვა კანდიდატი დაესახელებინათ, გამოკითხულთა 4% ყველაფრის მიუხედავად, მაინც სააკაშვილს აძლევს ხმას.   

კვლევის შედეგების პირველი ნაწილის პრეზენტაცია NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.

კვლევა  2012 წლის აგვისტოს შედეგებს ასახავს და ის კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ NDI-ის დაკვეთით ჩატარდა.