ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის მეორე ნაწილი წარმოადგინა. კვლევის შედეგების პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ეროვნულ დემოკრატიულმა ინსტიტუტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლუის ნავარომ წარმოადგინა.
კვლევის თანახმად, შეკითხვაზე მოგწონთ თუ არა ესა თუ ის ფიგურა, კვლავ საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია ll, პრემიერ-მინისტრი, ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ლიდერობენ.
მერაბიშვილის პროცენტულმა მაჩვენებელმა ამ შემთხვევაში წინა კვლევასთან შედარებით, 3%-ით მოიმატა. ასევე 3%-ით არის მომატებული მიხეილ სააკაშვილის მაჩვენებელიც.
აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ფიგურების მოწონება არ მოწონების კატეგორიაში სჭარბობს პასუხი არ ვიცი.
რაც შეეხება გიგი უგულავას, დავით ბაქრაძის და გიორგი თარგამაძის მაჩვენებლებს, კვლევის ანალიზის თანახმად, მათი პროცენტული მაჩვენებლი არ შეცვლილა.
ხოლო კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მაჩვენელს, NDI -ის კვლევის თანახმად, ამ მაჩვენებელმა წინა კვლევასთან შედარებით 7%-ით იკლო.