MTV Video Music Awards 2012 წუხელ, ჩვენი დროით დაახლოებით, ღამის 4 საათზე, ლოს ანჯელესში დაიწყო. დაჯილდოების ცერემონიას Kevin Hart-მა უმასპინძლა. ნომინანტების სია წინასწარ იყო ცნობილი. საბოლოო გამარჯვებულები კი წუხელ გამოვლინდნენ. 2012 „წლის ვიდეო“ კეტი პერის ცნობილი კომპოზიცია „Wide Awake“ გახდა. პერის გადაეცა ასევე ჯილდო „მაყურებლის სიმპათიის“ კატეგორიაშიც, რომელიც მან გასულ წელსაც მიიღო, ჰიტისთვის Fireworks.
მთავარი პრიზის ნომინაციზე ორი ვიდეორგოლით („We Found Love“ და „Take Care“) წარდგენილმა რიანამ გუშინდელი დაჯილდოების ცერემონიაზე ნომინაციაში გაიმარჯვა, ბიონსემ და კეტიმ კი, 4-ში.
ნომინაციაში „Best Female Video“ გაიმარჯვა ნიკი მინაჟმა, მას კონკურენციას უწევდნენ რიანა, სელენა გომესი, ბიონსე და პერი.
„მაყურებლის ფავორიტი“ მამაკაცი შემსრულებლებიდან კრის ბრაუნი გახდა, ამ ნომინაციაში ფიგურირებდნენ, აშერი, ჯასტინ ბიბერი, დრეიკი და ფრენკ ოუშენი.
ნომინაციებში წელს დამატებულ კატეგორიაში - „ყველაზე პოპულარული ვიდეო ქსელებიდან“ გაიმარჯვა ბრიტანულმა ჯგუფმა „One Direction“, კომპოზიციით What Makes You Beautiful.
Video Music Awards ამერიკული მუსიკალური ტელეარხის MTV -ის დაჯილდოებაა, რომელიც გადაეცემათ საუკეთესო კომპოზიციებზე შექმნილ საუკეთესო ვიდეოკლიპებს, ნომინაციებში: „საუკეთესო ჯგუფი, დებიუტი, შემსრულებელი, ქორეოგრაფია, მონტაჟი, რეჟისორი და ბოლოს, „წლის საუკეთესო ვიდეო“.