„ქართული ღვინის მაღალი ხარისხი მომდევნო წლებშიც უნდა შენარჩუნდეს“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჭიკაანის ღვინის ქარხანაში სტუმრობისას განაცხადა, სადაც ყურძნის ჩაბარების პროცესს დაესწრო.
მიხეილ სააკაშვილი მომსახურე პერსონალსაც გაესაუბრა და ინფორმაცია ყურძნის ჩაბარების პირობებისა და ფასის შესახებ, მან ადგილობრივებისგანაც მიიღო.
პრეზიდენტის თქმით, მომავალ წლებში პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება.
„ქართული ღვინის მაღალი ხარისხი მომდევნო წლებშიც უნდა შენარჩუნდეს, ამასთან, აუცილებელია ქართული ღვინის პოპულარიზაცია და გასაყიდი ღვინის რაოდენობის ზრდა”, - განაცხადა მან და აღნიშნა, რომ მხოლოდ ასე შევძლებთ სათანადო ადგილის დამკვიდრებას საერთაშორისო ბაზარზე.