25 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სიტყვით გამოვა.
ყოველწლიური სესია ნიუ-იორკში გაიხსნება, სადაც მსოფლიო ლიდერები მსოფლიოში არსებულ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე, აგრეთვე ეკონომიკურ განვითარებასა და სამოქმედო პრიორიტეტებზე ისაუბრებენ.
მიხეილ სააკაშვილი, სავარაუდოდ, კავკასიის რეგიონში არსებულ კონფლიქტებზე ისაუბრებს.