სააკაშვილი: მთელი მსოფლიო იმისთვის ჩამოვიდა, რომ  ჩვენს ელჩებს მისცენ რჩევა, საქართველოს ეფექტურად დაეხმარნონ

სააკაშვილი: მთელი მსოფლიო იმისთვის ჩამოვიდა, რომ ჩვენს ელჩებს მისცენ რჩევა, საქართველოს ეფექტურად დაეხმარნონ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  დღეს სასტუმრო „შერატონში“ მიმდინარე გარემოსდაცვითი კონფერენციის გახსნის შემდეგ,  თბილისში მიმდინარე ამბასოდორიალს გამოეხმაურა და როგორც ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, საქართველოში  მთელი მსოფლიო ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენს ელჩებს მისცენ რჩევა, როგორ დაუდგნენ საქართველოს გვერდში და ეფექტურად დაეხმრარონ.

„გუშინ და დღეს ჩვენი ელჩების შეკრება იმართება. მთელი მსოფლიოდან ყოველწლიურად ჩამოგვყვას ისინი. გარდა ამისა, თბილისში იმყოფებიან ნატო-ს გენერალური მდივანი, არგენტინის, პოლონეთის, შვედეთის, ფიჯის საგარეო საქმეთა მინისტრები. მთელი მსოფლიო ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენს ელჩებს მისცენ რჩევა, როგორ დაუდგნენ საქართველოს გვერდში და ეფექტურად დაეხმარონ. ეს იმას ნიშნავს, რომ რაღაც არის საქართველოში განსაკუთრებული“, განაცხადა სააკაშვილმა.

რაც შეეხება თავად კონფერენციას, როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოში ასეთი წარმომადგენლობითი გარემოსდაცვითი ფორუმი ჯერ არასდროს ყოფილა.

„ძალიან ბევრს ეცადა ჩვენი მტერი საქართველოს რუქიდან ამოშლას და ახლაც ცდილობს ამას, თუმცა სრულიად საწინააღმდეგო შედეგს იღებს“, - განაცხადა სააკაშვილმა.