„ამერიკელი კონგრესმენების დელეგაციის ვიზიტი, აშშ-ს მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერის უპრეცენდენტო დადასტურებაა”, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძენ დღეს ამბასადორიალის მეორე დღის გახსნის წინ განაცხადა.
მისი თქმით, სენატორები ჯონ მაკკეინი, ჯოზეფ ლიბერმანი და ლინდსი გრემი საქართველოს დიდი მეგობრები არიან.
როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქმიანი სადილი საქართველოს ეროვნული უშიოშროების საბჭოს მდივანთან გიგა ბოკერიასთან და შეხვედრა პრეზიდენტთან.
"მათი ვიზიტი კიდევ ერთხელ არის უპრეცედენტო დადასტურება იმ მხარდაჭერის, რომელიც საქართველოს აშშ-ის მხრიდან აქვს და პირველ რიგში იმ რეფორმების, რომელიც საქართველომ გაატარა", - განაცხადა სერგი კაპანაძემ.
სენატორები თბილისში უახლოეს საათებში ჩამოვლენ. ვიზიტი ორდღიანია და ისინი თბილისს 7 სექტემბერს დატოვებენ.