პარლამენტის შენობაში არსებულ პლენარული სხდომების დარბაზს შლიან. ამ წუთებში პარლამენტის სხდომათა დარბაზში აპარატურის დემონტაჟი მიმდინარეობს, შუადღისთვის კი მთელი დარბაზის დემონტაჟი დაიწყება.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში შესასვლელი ყველა კარი ამ ეტაპზე საგანგებოდ არის დაკეტილი, რომ ჟურნალისტებმა მისი გადაღება ვერ მოახერხონ.
პარლამენტის შენობაში არსებული 2 დარბაზი – პირველი რესპუბლიკის სახელობის და ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი გასულ კვირას დაშალეს.