სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დღეს ბოლნისის ეპარქიაში მოსალოცად მიბრძანდება.
ბოლნისის ეპისკოპოსის ეფრემის განცხადებით, უწმინდესის ვიზიტი ბოლნისის ეპარქიაში ერთდღიანია.
კათოლიკოს-პატრიარქი ბოლნისის სიონში ჩავა და პარაკლისს გადაიხდის. შემდეგ კაზრეთის კვარცის მწარმოებელ საწარმოს ესტუმრება, კაზრეთის სამების ტაძარს მოილოცავს, სოფელ რატევანის მოსახლეობას შეხვდება და რაჭის უბანს მოილოცავს.
მეუფე ეფრემის განცხადებით, კათოლიკოსის ვიზიტი ეპარქიაში, მისი მღვდელმთავრობის პერიოდში პირველად ხდება და მთელი ეპარქია პატრიარქს დიდი სიყვარულით ელოდება.