პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ და „სალომე ზურაბიშვილი- საქართველოს“ გზის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ სწორი არჩევანი გააკეთეს.
„არჩევნებში არცერთ ოპოზიციურ პარტიას არ აქვს შანსი ხელისუფლებისგან წამოიღოს ხმები. ჩვენიდან კი შეუძლიათ ხელისუფლებასთან ერთად თამაშით, მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და რაღაც ხმები ჩვენიდან წაიღონ“, - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ ზუსტად ამ მიზეზით განაცხადეს უარი რიგმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობაზე.
„ამ პარტიების გადაწყვეტილება ძალიან დასაფასებელია. მათ ეს საქართველოს კეთილდღეობისთვის გააკეთეს“, - განაცხადა მან.