„ბლოკ ივანიშვილი-ქართული ოცნების“ პარტიული სიის წარმომადგენლის, დავით საგანელიძის შეფასებით, ბლოკის სია სრულიად სწორადაა შედგენილი. ამის შესახებ მან დღეს პარტიის ოფისში პარტიის სიის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
საგანელიძის განმარტებით, სიების შედგენამ უმტკივნეულოდ და ყოველგვარი ჟივილ-ხივილის გარეშე ჩაიარა.მისი თქმით, ეს მე-4 პარლმანტია, სადაც მონაწილეობს და აღნიშნა, რომ სწორედ ახლა ყველაზე რთული პროცესები მიმდინარეობს.
„საერთოდ, როცა სია ყალიბდება, ყველას აქვს სურვილი და გარკვეული ამბიციაც, ამ ბრძოლაში წინ იყოს. მეორეს მხრივ, ძალიან რთულია ყველას ამბიცია დაკმაყოფილდეს, თუმცა სიების შედგენა ასე უმტკივნეულოდ იშვიათად მინახავს. ბუნებრივია, არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა, პოზიციების დაზუსტება, თუმცა ამ ყველაფერმა ჟივილ ხივილის გარეშე ჩაიარა“, - განაცხადა საგანელიძემ.
ცნობისთვის, დავითა საგანელიძე „ბლოკ ივანიშვილი ქართული ოცნების“ პარტიული სიის რიგით მე-9 ნომერია.