გასულ წელს ინტერნეტში გამოჩნდა ვიდეო, რომელზეც კოკო როშამ 5 წუთში სახეზე 100 განსხვავებული ემოცია გამოისახა. ამჯერად კანადელი მოდელი გულშემატკივრებს სთავაზობს, ნახონ და შეაფასონ მისი პლასტიკა და ცეკვის სტილი.
ტრადიციული ამერიკული მიუზიკლის ესთეტიკით შესრულებული ცეკვა გახდა White House Black Market-ის სარეკლამო კამპანიის მთავარი თემა, რომლის სახეც სწორედ კოკო როშა გახდა.
30-წამიან სარეკლამო ვიდეოში ტოპ მოდელი ბრენდის ახალ კოლექციის წარდგენასა და ცეკვას შესანიშნავად ახერხებს. როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ეს ვიდეორეკლამა, კოკო როშას მონაწილეობით White House Black Market-ის ისტორიაში საუკეთესოა და სავარაუდოდ, კიდევ დიდი ხანი არ დათმობს ამ ტიტულს, ამაზე ისიც მეტყველებს, რომ ვიდეო 1 დღეში 16 ათასზე მეტმა ადამიანმა ნახა.