კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ნინოწმინდისა და მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
კოალიციის სახელით ნინოწმინდაში კენჭს- ალბერტ ნურბეგიანი, მარნეულში კი - მახირ დარვიევი იყრის.
„ეს იყო ყველაზე მძიმე რეგიონები და კოალიციამ ბევრი იფიქრა, თუ ვინ ყოფილიყო არ რაიონებში მაჟორიტარი კანდიდატები და საბოლოოდ საუკეთესო ვარიანტები შეარჩია"“, - განაცხადა ივანიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც 1 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებისთვის კოალიციის სიის ნომრად კახა კალაძე დაასახელა, პრემიერ მინისტრობის კანდიდატად კი - საკუთარი კანდიდატურა დაასახელა.