რადიო ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე მედიისთვის განცხადებას 18 საათზე სასამართლოსთან (მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) გააკეთებს.
ქ.თბილისის ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია, მოსამართლე ნანა დარასელია, დღეს,31აგვისტოს გამოაცხადებს განჩინებას რადიო "ჰერეთსა" და საქართველოს კომუნიკაციებისმარეგულირებელ კომისიას შორის დავაზე.
დაკმაყოფილდება თუ არა ჰერეთის სარჩელი 17:30 საათზე გახდება ცნობილი.
მოსარჩელე მხარე, რადიო "ჰერეთი" მოითხოვს, სასამართლომ ბათილად ცნოსსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2011 წლის 30 სექტემბერს მიღებულიაქტი, რომლის მიხედვითაც შპს "მედია ჰაუს დეკომს" (რადიო "ცხელი შოკოლადი") ლიცენზია მიენიჭა.