"ქართული ოცნების" ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ ჩუღურეთის რაიონში, გოცირიძის ქუჩაზე წინასაარჩევნო შეხვედრა გამართა.
დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობასთან ჩუღურეთში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათ "ქართული ოცნების" სოციალური, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის და უმუშევრობის დაძლევის პროგრამები გააცნო.
"ამ ქუჩაზე, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ნომერ პირველი პრობლემა უმუშევრობაა. ძალიან მძიმეა აქ მაცხოვრებლების საყოფაცხოვრებო პირობები. გარდა იმისა, რომ მათ დღემდე ავარიულ სახლებში უწევთ ცხოვრება, მაღალი ტარიფების გამო ვერ იხდიან კომუნალურ გადასახადებს. "ქართული ოცნება" შეცვლის არსებულ ვითარებას და ადამიანებს ყველა მიმართულებით სამართლიანობის განცდას დაუბრუნებს", – განაცხადა დოლიძემ.