გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ ოტიაშვილმა კანდიდატურა მოხსნა. აღნიშნულის შესახებ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი იუწყება.
მათი ინფორმაციით, ოტიაშვილის მიერ არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა, სავარაუდოდ, ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას უკავშირდება, რომელიც დეპუტატობის კანდიდატის მიერ ამომრჩევლის მოსყიდვას ეხება.
ცნობისთვის, აღნიშნულთან დაკავშირებით სტატია, 27 აგვისტოს დაიწერა, რომლის მიხედვითაც ზურაბ ოტიაშვილმა ჩარგალში, ვაჟაობაზე, ერთ–ერთ ამომრჩეველს 500 ლარი გადასცა.