ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, დასავლური გამოცემები აქვეყნებენ სილვესტერ სტალონეს ვაჟის გარდაცვალების რეალურ მიზეზს.
ჟურნალი „People“-ის ცნობით 2012 წლის 13 ივლისს, სეიჯ სტალონე გულის დაავადებით გარდაიცვალა.
თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სეიჯი წამლის გადამეტებული დოზის მიღების გამო დაიღუპა, თუმცა გამოძიების პროცესში ცნობილი გახდა, რომ სილვესტერ სტალონეს ვაჟს ათეროსკლეროზი სჭირდა, რაც გარდაცვალების რეალური მიზეზი გახდა.