„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა მით რომნიმ, პარტიის ყრილობაზე, კონკურენტი გააკრიტიკა. მან ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას რუსეთთან მიმართებაში რბილი პოზიციის გამო უსაყვედურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მოსკოვის მიმართ უფრო მეტ სიმკაცრეს გამოიჩენს.
„პუტინი ჩვენი მხრიდან ნაკლებ სირბილეს და დიდ სიმტკიცეს დაინახავს“, - განაცხადა მით რომნიმ.
„რესპუბლიკური პარტიის“ყრილობა საშინაო საკითხების განხილვას მიეძღვნა. გარდა ამისა, რომნი კუბასთან, ისრაელთან, ირანთან, პოლონეთთან და რუსეთთან დაკავშირებულ თემებსაც შეეხო.
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 6 ნოემბერს გაიმართება.