მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე ადგილობრივმა საბჭოებმა 75 პატიმარი გაათავისუფლა. საბჭოებმა განაცხადები ზეპირი მოსმენის დასრულების შემდეგ დააკმაყოფილეს.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის მუშაობის პრინციპის თანახმად, განცხადებებს საბჭოები ყოველი თვის ბოლოს განიხილავენ, რის შემდეგაც ზეპირი მოსმენა იმართება, რომელსაც მსჯავრდებული და ადვოკატი ესწრება.
5 წევრიანი საბჭოები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებითაა დაკომპლექტებული.
საბჭოების მიერ წარდგენილ ანგარიშებს, სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია პერიოდულად, არანაკლებ სამ თვეში ერთხელ განიხილავს.