"სამართლიანი საქართველოსთვის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი თამარ ჯუღელი, პრემიერობის კანდიდატი კი სერგო ჯავახაძე იქნება

მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" საარჩევნო სიის პირველი ნომერი თამარ ჯუღელი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი კი სერგო ჯავახაძე იქნება. 

 

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში „სამართლიანმა საქართველომ“ პარტიული სააარჩევნო სია შეიტანა.

პარტიის სიის პირველი შვიდეული ასე გამოიყურება: პირველი ნომერი – თამარ ჯუღელი, მეორე - თახრად მუსაევი, მესამე – კონსტანტინე ფორჩხიძე, მეოთხე – კობა მოდებაძე, მეხუთე – ლევან კუდუხაშვილი, მეექვსე – ხვიჩა ასანიძე და მეშვიდე – სერგო ჯავახაძე. 

სულ  მოძრაობამ "სამართლიანი საქართველოსთვის" ცსკ-ში 129-კაციანი პროპორციული სია წარადგინა, რაც შეეხება მაჟორიტარებს, პარტიას ისინი 50-მდე საარჩევნო ოლქში ჰყავთ წარდგენილი.