"ქდმ"-ის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დიდუბეში ზურაბ ხაჩიძე, საბურთალოზე კი, ნოდარ სარჯველაძე იქნება. ამის შესახებ, პარტიის ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა.
თარგამაძის თქმით, ზურა ხაჩიძემ ძალიან კარგად იცის, თუ როგორ საქართველოში სურს ცხოვრება.
რაც შეეხება, ნოდარ სარჯველაძეს თარგამაძის თქმით, ის უკვე წლებია, არასამთავრობო ორგანიზაციის ეგიდით მუშაობს იმ საკითხებზე, რაზეც ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა.