ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილის განცხადებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, რომელიც თბილისში უნდა გამართულიყო, საქართველო-რუსეთის საზღვართან დაღესტნის მონაკვეთზე, ლოპოტას ხეობაში განხორციელებული სპეცოპერაციის დროს, დაღუპული 2 ქართველი სპეცრაზმელისა და ერთი სამხედრო ექიმის დაღუპვის გამო გადაიდო.
„ახლა საყრილობო ვითარება არაა. რაც შეეხება, პარტიულ სიას ის კანონის მიხედვით, ვადების შესაბამისად გამოქვეყნდება და ყველა ღონისძიება, რაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებშია დაგეგმილი ჩატარდება“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.