ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, დავით დარჩიაშვილი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ, შემუშავებულ დოკუმენტს და საქართველოში საარჩევნო გარემოს პრინციპულ ცვლილებასთან დაკავშირებით წამოყენებულ წინაპირობებს, პრეტენზიულს უწოდებს.
დარჩიაშვილის განცხადებით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას, რაც სჭირდება ამისათვის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს.
„რაციონალურად თუ შევაფასებთ, ივანიშვილის საუბარი ნიშნის მოგებითა და პრეტენზიებით სხვა არაფერზე მიანიშნებს, თუ არა არჩევნების შემდეგ, თავისი დამარცხებისათვის მოქმედებაზე. აი, რას აპირებენ იმ პერიოდზე, რადგან ცალსახად ნათელია, რომ გამარჯვებას ვერ მიაღწევს, არადა ეს არфერთხელ ჰქონდა გაცხადებული. რას აპირებს, რა ტაქტიკას მიმართავს, ვისთან კონსულტაციებში ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ, ამაზე დეტალურად საუბარი ჯერ ძნელია, მაგრამ აშკარად ამისთვის ემზადება, თორე ის მოთხოვნები, რაც დაყენებულია ზოგი ისედაც სრულდება, ზოგი კი, სრულიად პრეტენზიულია. ეს აჩვენებს, რომ ეს ადამიანი ვერ ერკვევა პარტიის, სახელმწიფოსა და ბიზნეს შორის განსხვავებაში. არ სცემს პატივს კანონებს, რომელიც პარლამენტმა მიიღო“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
შეკითხვის პასუხად, თუ რისთვის უნდა ემზადებოდეს ივანიშვილი დარჩიაშვილი აცხადებს, რომ ამაში ივანიშვილი თვითონაც ვერ ჩამოყალიბებულა.
„არამგონია, ვერ ვხედავ ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს იმაზე რა უნდა გააკეთოს“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.