ცნობილი დიზაინერის კარლ ლაგერფელდის კატა, სახელად შუპეტი არაერთხელ გამხდარა, მისი ფოტოსესიის მთავარი გმირი.
ამჯერად დიზაინერმა საყვარელ ფისოს მინი ფილმი მიუძღვნა. ვიდეო გადაღებულია კარლის ახალი კოლექციის შექმნის დროს და მოგვითხრობს „ყველაზე მოდური კატის“ ერთ ჩვეულებრივ დღეზე.
მაყურებელი კადრში ვერ ხედავს შუპეტს, თუმცა გვაქვს შესაძლებლობა მისი დახმარებით თვალყური ვადევნოთ მოდის ინდუსტიის კულისებს. ის შედის სტუდიაში, საგრიმიოროში სადაც მას საკუთარი სავარძელი და გრიმიორი ელოდება, უკეთებენ ვარცხნილობას.
შემდეგ სასეირნოდ მიდის მოდელებთან ერთად და ფოტოსესიას ესწრება. ბოლოსშუპეტი პატრონს ხვდება, ლაგერფელდი არ მალავს სიხარულს, აჰყავს ის ხელში და ჰკოცნის.
შეგახსენებთ, ლაგერფილდმა ცოტა ხნის წინ, შუპეტს აუყვანა მასწავლებელი, რომელიც კატას „Aპპლე“-ს გამოყენებას ასწავლის. გარდა ამისა, შუპეტს ჰყავს, რამდენიმე ძიძა და შინამოსამსახურე.