31 აგვისტოს, „თავისუფალი საქართველოს“ ახალციხის ოფისში, გაიმართა პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენა სამცხე - ჯავახეთის საარჩევნო ოლქებში:
ბორჯომი – დავით ნოზაძე;ახალციხე – რევაზ სამსონიძე; ახალქალაქი – კარინა ბარსეგიანი;
ნინოწმინდა – ედუარდ ქოჩარიანი; ასპინძა – ნოდარ ზაზაძე.
„თავისუფალმა საქართველომ“, სამცხე-ჯავახეთის გარდა, მაჟორიტარობის კანდიდატები უკვე წარადგინდა თბილისის, მცხეთა - მთიანეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, კახეთის, იმერეთის, სამეგრელოს, გურიის და რაჭა-ლეჩხუმის საარჩევნო ოლქებში.
„თავისუფალი საქართველო“ კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მზადაა „ქართულ ოცნებასთან“ ერთიან მაჟორიტარობის კანდიდატებზე შეთანხმდეს 73-ვე საარჩევნო ოლქში.