საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისია დღეს სამაუწყებლო კომპანიებს შეხვდება. შეხვედრა ეროვნული კომისიის ოფისში გაიმართება.
კომისიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრის მიზანია, "საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის" შესახებ 2012 წლის 15 აგვისტოს მიღებული N9 დადგენილებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე მაუწყებლებისთვის დამატებითი განმარტებების მიცემა.
„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის" შესახებ დადგენილებას თანდართული აქვს კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმა, რომელიც ყველა სამაუწყებლო კომპანიამ კვირაში ერთხელ შევსებული სახით უნდა წარმოადგინოს კომისიაში. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ახსნა-განმარტების თხოვნით შემოსული ზარების სიმრავლიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ კიდევ ერთხელ განემარტოს ყველა სამაუწყებლო კომპანიას აღნიშნული ვალდებულება", – ნათქვამია კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.