ლოპოტას ხეობას მიმართულებით, წუხელ მხოლოდ ერთი სამედიცინო მანქანა წავიდა დღეს დილით კი, სოფლის გავლის ხეობიდან ურალის ტიპის ორი მანქანით სამხედრო პირები ჩამოიყვანეს. ამჟამად, ლაფანყური-ლოპოტას ხეობის გზაზე, წუხელ და დღეს დილიდან სამხედრო და სამედიცინო მანქანები ინტენსიურად აღარ მოძრაობდნენ.
რაც შეეხება, უშუალოდ სოფელ ლაფანყურში არსებულ ვითარებას, მოსახლოებაში სიმშვიდეა. სოფელში სამართალდამცავები პატრულირებენ.
ცნობისთვის, საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკევთზე, ლოპოტას ხეობაში ანტიტერორისტულ ოპერაციის შესახებ მორიგი ოფიციალური ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. ინფორმაციის თანახმად, ხეობაში ძებნის ღონისძიებები გრძელდება.
„ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია. მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. გარდაცვლილთა დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი შეიძლება იმალებოდეს ხეობაში. პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს. ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.