გუშინ, ქართველი მოცურავე ანა ლომინაძე, გახდა პლანეტაზე პირველი ქალი, 17 წლის სკოლის მოსწავლე, რომელმაც ძველი ქართული სამხედრო-საწვრთვნელი სტილით - „ხელფეხშეკრული კოლხურით“ დარდანელის სრუტე გადაცურა.
ანამ, 2012 წლის 30 აგვისტოს, თურქეთის დროით 13 საათზე სტარტი აიღო ევროპის კონტინენტზე ქალაქ ეჯიაბათიდან სამხრეთით მდებარე დასახლება კილიტბაჰირთან და 13:50 საათზე, აზიის კონტინენტზე ქალაქ ჩანაქკალეს სამხრეთით მდებარე დასახლება ქეფეზის ნავმისადგომთან ფინიშთან მივიდა. მან გაცურა 5 500 მეტრი 50 წუთში.
ანა ლომინაძემ ასპარეზობამი უძღვნა საკუთარი მწვრთნელის, ჰენრი კუპრაშვილის მიერ დარდანელის გადაცურვის 10 წლისთავს.