მასალაში ჩანს ორმხრივი სროლის შედეგად დაღუპული შეიარაღებული პირები. კადრებში ასახულია ასევე ის შეიარაღება, რომლითაც მოკლულები საქართველოს ტერიტორიაზე მოძრაობდნენ. შსს-მ ასევე იმ მესაზღვრის კომენტარი გაავრცელა, რომელიც ლაფანყურში გატაცებულ ხუთ ახალგაზრდას მძევლად თავად ჩაენაცვლა.
ინტერვიუში მესაზღვრე ყვება, რომ ის შეიარაღებულ პირებს იმ დროს გადაეყარა, როცა სოფლიდან გაუჩინარებული 5 ახალგაზრდის მოსაძებნად, თანამშრომლებთან ერთად წამოვიდა.
„"დაახლოებით ათმა შეიარაღებულმა პირმა ჩვენს მანქანას ალყა შემოარტყა. ძალით ძალით გადმოგვიყვანეს მანქანიდან და გვითხრეს, რომ ჩვენ მძევლებად აყვანილები ვიყავით. ხუთ დაკარგულთან ერთად. მე ვუთხარი მათ, რომ ისინი მათთვის მძიმე ტვირთი იქნებოდნენ. „"დაახლოებით ათმა შეიარაღებულმა პირმა ჩვენს მანქანას ალყა შემოარტყა. ყველანი ძალით გადმოგვიყვანეს მანქანიდან და გვითხრეს, რომ მძევლები ვიყავით. ამის შემდეგ გამოჩნდა ამ შეიარაღებული დაჯგუფების კიდევ რამდენიმე წევრი. მათ თან ყავდათ დაკარგული 5 ახალგაზრდაც. მე შევეცადე ისინი დამერწმუნებინა, რომ ეს ახალგაზრდები მათთვის ზედმეტი ტვირთი იქნებოდა და მათ ნაცვლად დავეტოვებინე, რადგან რადგან მე აქ ვიყავი სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელი და ამ სექტორის უფროსი, მე უფრო ღირებული ვიქნებოდი მათთვის და გაეთავისუფლებინათ მძევლობიდან ჩემი თანამშრომლები და ეს ხუთი მოქალაქე და გაათავისუფლეს ისინი მძევლობიდან", - ყვება ყოფილი მძევალი.
მისივე თქმით, მისთვის უცნობი იყო, თუ რა მიზანი ამოძრავებდათ შეიარაღებულებს. როგორც მესაზღვრე აცხადებს, მათ ჰქონდათ მძიმე შეიარაღება, ყუმბარმტყორცნები, ტყვიამფრქვევები და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
„ჩვენ ჩავედით დაბლა, ხეობაში, სადაც მოვიდა შსს-ს წარმომადგენელი. მივიდა და დანებება შესთავაზა. მათი საუბრის მერე მითხრეს, რომ მე მათთვის აღარ ვიყავი საჭირო პიროვნება და გამომიშვეს", ყვება მესაზღვრე.
ცნობისთვის, შსს-ს განცხადებით, "ლოპოტის ხეობაში მიმდინარე სპეცოპერაციის ძირითადი ფაზა დასრულებულია. შეიარაღებულ დივერსანტთა ჯგუფის 11 წევრის გვამი ნაპოვნია. მათი ნაწილი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები არიან, ჩრდილოეთ კავკასიიდან. გარდაცვლილთა დაკრძალვა მოხდება მათი რელიგიური მრწამსის შესაბამისად. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ შეიარაღებული ჯგუფის რამდენიმე დაჭრილი წევრი შეიძლება იმალებოდეს ხეობაში. დივერსანტთა ჯგუფი სავარაუდოდ 20 შეიარაღებული პირისაგან შედგება. პოლიცია აგრძელებს ძებნის ღონისძიებებს. ხეობაში მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ", - აღნიშნულია განცხადებაში.