"ახალი მემარჯვენეების" ქედის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გელა გორგილაძე ქედის ცენტრში მოსახლეობას შეხვდა.
გელა გორგილაძემ, რომელიც პროფესიით ექიმია, მოსახლეობას "ახალი მემარჯვენეების" ჯანდაცვის პროგრამა გააცნო. მისი თქმით, დღეს არსებული მდგომარეობა უმძიმესია და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
" ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ყველა მოქალაქის სამედიცინო დაზღვევის პოლისით უზრუნველყოფას, რომელიც მათ შესაძლებლობას მისცემს მივიდნენ ექიმთან, იმკურნალონ, შეიძინონ ექიმის მიერ გამოწერილი წამალი. მე, როგორც ექიმი ბევრჯერ აღმოვჩენილვარ გამოუვალ სიტუაციაში, როცა ადამიანებს ვერ ვეხმარები და ფინანსების არქონა მათთვის განაჩენის ტოლფასი ხდება. ამას წერტილი უნდა დაესვას.", - განაცხადა გელა გორგილაძემ.