„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საქართველო-დაღესტნის საზღვარზე, ლოპოტას ხეობაში სპეცოპერაციის დროს ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო პირველ სექტემბრისთვის დაგეგმილი წინასაარჩევნო ყრილობის ერთი კვირით გადადო.
აღნიშნულთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ჟურნალისტებს „ნაცმოძრაობის“ პრესსპიკერმა, ჩიორა თაქთაქიშვილმა გააცნო.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს საქართველო-რუსეთის საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე განხორციელებულ სპეცოპერაციის დროს დაღუპული შსს-სა და თავდაცვის სამინისტროების თანამშრომლების ოჯახის წევრებს. ისინი ჩვენი თანამოქალაქეების, სამშობლოს დაცვას შეეწირნენ. ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ მათ ხსოვნას სათანადო პატივი მივაგოთ. ამიტომაც "ნაციონალურმა მოძრაობამ" 1 სექტემბერს დაგეგმილი წინასაარჩევნო ყრილობის ერთი კვირით გადადების გადაწყვეტილება მიიღო", - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მისივე განმარტებით, საქართველოს 11 ქალაქში დაგეგმილი საარჩევნო ღონისძიება 8 სექტემბერს ჩატარდება.