ქუთაისში პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე მოსახლეობა იძულებით მიყავთ.
ხვალ, ქუთაისში პრეზიდენტს ელოდებიან. სააკაშვილს წინაასარჩევნოდ ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი. დღეს, კი საჩხერეში საზოგადოების მობილიზება მიმდინარეობს.
როგორც From.ge -სთვის გახდა ცნობილი, წასვლასთან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობაზე ზეწოლა ხორციელდება. პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე წასვლას, მათ უშუალოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ცერცვაძე აიძულებს.
მოქალაქეები, რომლებიც უარს აცხადებენ წასვლაზე ახსნა-განმარტებით წერილს აწერინებენ.
შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი. საჩხერეში კი ხვალ დილის 9 საათიდან საზოგადოების გადასაადგილებლად სპეციალური ტრანსპორტი იქნება მობილიზებული.