პრეზიდენტი სააკაშვილი სოფელ ლაფანყურას სტუმრობდა. პრეზიდენტი სოფლის ცენტრში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და ადგილობრივებს გაესაუბრა.
სააკაშვილმა მოსახლეობას სპეცოპერაციის დეტალები გააცნო და ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ესაუბრა.
მისი თქმით, დღეს ვეღარავინ, ვერც პანკისის და ვერც 19-ე საუკუნის ლეკიანობას ვეღარ გაიმეორებს.
„ჩამოვიდნენ, როგორც ყოველთვის ჩამოდიოდნენ მშვიდობიანად, სავაჭროდ, სუფრაზე ყველას ვეპატიჟებით, მაგრამ იარაღით აქეთ გამოსეირნებას და გატაცებებს ვერავის ვაპატიებთ, ეს ჩვენი მტრის ინტერესებში შედის. ჩვენ ნორმალურ სახელმწიფოს ვაშენებთ და რაღადროს ლეკიანობაა. ურთულესი რელიეფის მიუხედავად, ჩვენმა ბიჭებმა შეუძლებელის გაკეთება შეძლეს და ადამიანებს სიმშვიდე შეუნარჩუნეს” - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, კახეთში ყველა დარწმუნდა, რომ ხალხი დაცულია.
მოსახლეობამ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა და სოფლის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სთხოვა.