პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ დღეს, for.ge -ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩუღურეთის რაიონში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
დოლიძის განცხადებით, ის ინტენსიურ შეხვედრებს აწარმოებს ჩუღურეთის მოსახლეობასთან და აქვს საშუალება მათ პრობლემებს და რაიონში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნოს.
რაც შეეხება, კონკრეტულად პრობლემებს, დოლიძის თქმით, ჩუღურეთის რაიონის პრობლემები ზოგადად, ქართველი საზოგადოების, საქართველოსა თუ დედაქალაქის რაიონის პრობლემებისგან არ განსხვავდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ჩუღურეთს, როგორ ძირძველ უბანს სპეციფიკური პრობელემები მაინც გააჩნია.
„ჩემთვის ძალიან ახლოა ყველა ის პრობლემა, რომელიც ამ რაიონში მოსახლეობის წინაშე დგას, თუნდაც იმიტომ რომ ჩუღურეთიდან გახლავართ, იქ დავიბადე და გავიზარდე. ძალიან კარგად ვიცი, როგორ სუნთქავს, როგორ ცხოვრობს მოსახლეობა. ამავე დროს, საკრებულოში და ზოგადად, პოლიტიკაში ჩემმა ყოფნამ განაპირობა ის, რომ მიმეღო ინფორმაცია, ეს ჩუღურეთი იქნებოდა, დედაქალაქის სხვა უბანი თუ ზოგადად საქართველო. ჩუღურეთი ძირძველი, კოლორიტული უბანია, რომლის მოსახლეობასაც პირველ რიგში, უბნის ავარიული მდგომარეობა აწუხებს. პრაქტიკულად, „ძველი თბილისის ახალი სიცოცხლე“ მიუხედავად, მისი, საკმაოდ მომხიბვლელი დასახელებისა, ამ უბანზე არ ასახულა. სამწუხაროდ, ხალხამდე ეს ე.წ. ინფრასტრუქტურული პროექტი ნამდვილად არ მისულა. ალბათ, პროცენტულად თუ ავიღებთ, ყველაზე მეტი ავარიული სახლი ჩუღურეთშია. ამიტომ ჩვენი უმთავრესი საზრუნავი პარლამენტში მოსვლის შემდგომ, ავარიული უბნის სრული რეაბილიტაცია იქნება“, - განაცხადა დოლიძემ.
მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ აქამდე 8-9 წლის განმავლობაში, ფუნდამენტურად საფუძვლიანად არაფერი გაკეთებულა.
„მიუხედავად იმისა, რომ ფასადურ პროექტებზე უამრავი თანხა იხარჯებოდა, არავინ ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი, მიწის ქვეშ სამუშაობით უნდა დაწყებულიყო. ამაში ვგულისხმობ, საკანალიზაციო თუ წყლის კომუნიკაციებს, მილებს და სანიაღვრე საშუალებებს. როგორც წესი, ზედნაშენი ამ ყოველივეს მოწესრიგების შემდეგ კეთება. ჩვენ ვაპირებთ ფუნდამენტური ცვლილებები შევიტანოთ, ქალაქის განაშენიანება უფრო ეფექტური საფუძვლიანი და ფუნდამენტური გავხადოთ“, - განაცხადა დოლიძემ.
„ქართული ოცნების“ ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ტარიფების, პრობაციონერების, ატსტუპნიკების და ჩუღურეთის რაიონში სასმელი წყლის პრობლემას შეეხო.
დოლიძემ აღნიშნა, რომ დასუფთავებისა და შუქის ტარიფის საკითხი, „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემთხვევაში, აუცილებლად გადაიხედება და ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესმება.
მისი თქმით, ასევე გადასახედია მოსახლეობისათვის წყლის ტარიფის დავალიანების საკითხიც და აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ჩუღურეთის რაიონის ზოგიერთ უბანს წყალი გრაფიკით მიეწოდება, არიან ოჯახები, რომლებსაც დავალიანების სახით 700-800 ლარიანი ქვითრები აქვთ მისული.
„ვფიქრობ, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ თემაზე. მათ ვალის ერთგვარი რესტრუქტურიზაცია უნდა გააკეთონ ან ერთგვარი სუბსიდიის შეტანით ამოასუნთქოს ხალხი ამ ვალებისგან, თუმცა მიმაჩნია, რომ ტარიფების ქვეყანაში არსებულ მონოპოლიზაციასთანაა დაკავშირებული.
ჩვენ ციფრებით საუბარს ყოველთვის ვერიდებით, სპეკულირება არაა ჩვენი სტილი, ამიტომ ჩვენ უნდა ჩავიხედოთ კარგად ბიუჯეტში, გავეცნოთ ამ ვითარებას დეტალურად და მერე გვეცოდინება რამდენი უნდა იყოს გადასახადი თითოეულ კომუნალურ გადასახადთან დაკავშირებით“, - განაცხადა დოლიძემ.
დოლიძის თქმითვე, ჩუღურეთის რაიონი გამოირჩევა პრობაციონერთა რაოდენობით და აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ამ ხალხს მხოლოდ და მხოლოდ საარჩევნო ხორცად და მათი პირადი მიზნებისთვის იყენებს.
დოლიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას და კერძო კომპანიას თბილისის წყალს გადახედონ ჩუღურეთის რაიონის სასმელი წყლის საკითხს და აცნობონ მოსახლეობას ბულაჩაურის წყალსაცავის სარემონტო სამუშაობის გამო, როდიდან მიეწოდება მოსახლეობას სუფთა, ვარგისი წყლი