საქართველოს თავდაცვის სამინისტრო რუსეთ-საქართველოს საზღვართან, დაღესტნის მონაკვეთთან, ლოპოტას ხეობაში დევნის ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
From.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.
„ხეობაში გრძელდება ანტიტერორისტული ოპერაცია შეიარაღებული დაჯგუფების გაუვნებელყოფის მიზნით. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილია კრიზისების მართვის შტაბი, რომელშიც შედის შინაგან საქმეთა, იუსტიციის და თავდაცვის სამინისტროები. შემუშავებულია უწყებათაშორისი კოორდინირებული მოქმედების გეგმა, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ, გავრცელებულ განცხადებაში.